ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჰენრი კისინჯერი გერმანიაში, ებრაულ ოჯახში დაიბადა.1930-იან წლებში მისი ოჯახი იძულებული გახდა, გაქცეოდა ნაცისტურ გერმანიას. ისინი აშშ-ში გადასახლდნენ.

1960-იანი წლების ბოლოდან კისინჯერი იყო აშშ-ის პრეზიდენტების, რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო 1973-1977 წლებში სახელმწიფო მდივანი.

1973 წელს ჰენრი კისინჯერს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა ვიეტნამში, ომის დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის.

იტვირთბა....