ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში – “ოცნება” ქალაქის ბიუჯეტს განიხილავს

ხმაური და დაპირისპირება იყო ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე. ადგილზე კერძო საკუთრებით დაზარალებული ადამიანები იმყოფებოდნენ, რომლებიც “ოცნების” ხელისუფლებას ბიზნესის ჩამორთმევასა და განადგურებაში ადანაშაულებდნენ. ადგილზე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საკრებულოს სხდომა რამდენიმე წუთით ჩაშლილი იყო და სხდომათა დარბაზში პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.

პარალელურად ქალაქის საკრებულო 2024 წლის ქუთაისის ბიუჯეტის განხილვას იწყებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ხალხის ნაცვლად მაღალჩინოსნების კეთილდღეობაზეა მორგებული. ქუთაისელები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ხალხის ნაცვლად საკუთარ კომფორტზე ზრუნავს.

იტვირთბა....