ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ფიზიკურ დაპირისპირებაში პეტრე ცისკარიშვილიც მონაწილეობდა, ჩხუბობდა, მელიას მხარეს იყო“ – გიორგი მუმლაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი მუმლაძემ, ენმ-ს შიდაპარტიულ საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„როდესაც ჩვენ და პირადად მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ცვლილებებზე დავიწყე საუბარი, ეს არ იყო ფიზიკურ დაპირისპირების მომენტის შემდეგ, მანამდე იყო და მინდა პირდაპირ გითხრათ, ის ხალხი, ვინც ახლა მე მესხმის თავს და მაკრიტიკებს, ასე კბილებით იცავდა ნიკა მელიას და რომელიც ახლა ვერ იაზრებს იმას, რომ პარტიისთვის ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათ შორის, პეტრე ცისკარიშვილი იმ კონფლიქტის უშუალო მონაწილე ისიც არის.
ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა ადამიანი და იმაზე მითითება, რომ მე რომ მქონდა დაპირისპირება მელიასთან და იმის თქმა, რომ მელიას გაგდება და ზოგადად, იმ ხალხის გაგდება, რომელსაც 40-პროცენტიანი ლეგიტიმაცია აქვს, იმაზე მითითება, რომ ვინმესთან მიმაკერეს, ვინმეს ვიცავ, ეს არის აბსურდი,“ – განაცხადა მუმლაძე.

შეგახსენებთ, საქმე ეხება 2022 წელს ენმ-ში მომხდარ დაპირისპირებას, რომელშიც მუმლაძის თქმით, უშუალოდ ნიკა მელია მონაწილეობდა.

გიორგი მუმლაძე პარტიის ამჟამინდელ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, გადადგომისკენ მოუწოდებს.

იტვირთბა....