ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

პოლიციამ, ბათუმში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, 1 პირი დააკავა.

უწყების ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 4 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ა.მ. ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის 26 ნო­ემ­ბერს, ბა­თუმ­ში, ნაც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი – 1983 წელს და­ბა­დე­ბულ გ.მ., ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რილ მა­მა­კაცს შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ჩა­უ­ტარ­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ა.მ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს.

პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი – დანა, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო.

ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 118-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, – აღნიშნულია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იტვირთბა....