ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საფრანგეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს

საფრანგეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს – ინფორმაციას Le figaro ავრცელებს და წერს, რომ მათ ბრალად მხოლოდ 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე 36 ძარცვაში მონაწილეობა ედებათ.

5 ქართველი ქვეყნის ჟანდარმერიამ, ჟირონდაში დააკავა. ადგილობრივი პოლიცია კი კრიმინალური დაჯგუფების კვალზე ერთ-ერთი წევრის მანქანით გავიდა: “ეს საქმე დაიწყო კონკრეტული მანქანის შესახებ ცნობიდან, რომელიც დაკავშირებულია ქურდობასთან”.

სამართლდამცველების თქმით, ხუთკაციან ჯგუფს ერთ ღამეში რამდენიმე ქურდობის ჩადენა შეეძლო. აღმოჩენილია მათი ნაძარცვი 250 ერთეული ძვირფასი სამკაულები, კომპიუტერები, ტელეფონები და ტექნიკა

ამ დროისთვის ხუთი ბრალდებული ქართველი საფრანგეთში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, სასამართლო პროცესი ბორდოში 21 დეკემბერს გაიმართება.

იტვირთბა....