ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რეკომენდაციების შესრულების პროცესში ჩავერთვები, რადგან ხაზი გავუსვა, რომ სტატუსს არ აქვს პოლიტიკური კუთვნილება“ – ხათუნა სამნიძე

პარლამენტარმა ხათუნა სამნიძემ, „1 არხთან“ ინტერვიუში, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში ჩართულობაზე ისაუბრა.

„სამოქმედო გეგმა ეს იქნება, თუ კონკრეტული ნაბიჯები, რა უნდა გაკეთდეს, როდესაც ამას შეიმუშავებს ხელისუფლება, მას უნდა ჰქონდეს მოტივაცია და უნდა კითხულობდეს, რომ ცხრა რეკომენდაციის ერთ-ერთი ნაწილია ამ რეკომენდაციების ოპოზიციასთან ერთად შესრულება და თანამშრომლობა. რთულია, მაგრამ ეს რესურსი უნდა გამონახოს ხელისუფლებამ. რაც შეეხება ჩემს როლს, ჩემი მანდატის ფარგლებში ამ სამუშაო პროცესში, რა თქმა უნდა, ჩავერთვები, რადგან კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ სტატუსს არ აქვს პოლიტიკური კუთვნილება და ეს არის ქვეყნის სტატუსი. ქვეყანას სჭირდება, რათა გადადგას კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ და უპირველესად ეს არის ჩვენი საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

იტვირთბა....