ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დაუჭამიათ ერთმანეთი” – კობახიძე ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა პარტიულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„პოპკორნით საყურებელია ის, რაც ხდება „ნაცმოძრაობაში“, დაუჭამიათ ერთმანეთი…

რაც უფრო მეტად დაიშლება ეს პარტია, მით უკეთესი. ზოგადად, მნიშვნელოვანია, არა მარტო პარტია „ნაცმოძრაობა“, არამედ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაიშალოს, აქეთ მიდის პროცესები. ამ ყველაფრის კულმინაცია იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, სადაც ყველა დაინახავს, რომ „ნაცმოძრაობა“ იქნება უკიდურესად დასუსტებული და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად დაიშლება ამ არჩევნების შემდეგ“, – თქვა კობახიძემ.

იტვირთბა....