ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში” – ჯაფარიძე- ხოშტარიას გაერთიანება ემიგრანტებისთვის ახალ კამპანიას იწყებს

„გირჩი მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ გაერთიანება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალ კამპანიას იწყებს.

ოპოზიცინერი ლიდერები საარჩევნო უბნების გახსნას იმ ქალაქებში ითხოვენ, სადაც ბევრი ემიგრანტია, თუმცა საქართველოს საკონსულო არ არსებობს.

არსებული მონაცემებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხმის უფლების მქონე დაახლოებით მილიონი პირია, თუცმა საარჩვნო უბნების არ არსებობის გამო მათი ხმები იკარგება.

საქართველოს საარჩევნო კოდექსში ჩანაწერის მიხედვით თუ ნებისმიერ ქალაქში ცხოვრობს 50-ზე მეტი ემიგრანტი საქართველოდან, მათ აქვთ უფლება, მოითხოვონ საარჩევნო ხმა მიუხედად იმისა, იმყოფებიან თუ არა ისინი სახელმწიფო აღრიცხვაზე. დღეის მდგომარეობით, საქართველოს გარეთ იმყოფება საარჩევნო ხმის უფლების მქონე დაახლოებით მილიონი მოქალაქე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ საზოგადოებას, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს ჩაერთონ ამ პროცესში და დაგვეხმარონ იმ ქალაქების იდენტიფიცირებაში, სადაც ამჟამად ცხოვრობს საკმარისი რეოდენობა საქართველოს მოქალაქეები, რომ დავიწყოთ საარჩევნო უბნის გახსნის პროცედურები, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

იტვირთბა....