ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რა თბილისი უნდა დაიბრუნოს, ჯერ დაუბრუნოს გაღატაკებულ თბილისელებს, კაცები რომ გადაამტვრია წელში მისმა ბანკმა და ცოლები რომ გაუქცია“ – ჩარკვიანი ხაზარაძეზე

პარლამენტარმა თამარ ჩარკვიანმა, ჟურნალისტ ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალი სივრცის“ ეთერში, „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ხაზარაძე შერწყმული იყო წინა ხელისუფლებასთან და მის მიერ გაპროტესტებული საბანკო პოლიტიკა არ ახსენდება.

„ყოფილი ხელისუფლების დროს, იქნებ მე არ მახსოვს, იქნებ ხალხს არ ახსოვს, ეს კაცი შერწყმული იყო იმ სისტემასთან და გაპროტესტებული გინახავს საბანკო პოლიტიკა რომელიმე ხელისუფლების დროს მის მიერ?…

რა თბილისი უნდა დაიბრუნოს, ჯერ დაუბრუნოს გაღატაკებულ თბილისელებს, კაცები რომ გადაამტვრია წელში მისმა ბანკმა და ცოლები რომ გაუქცია. 2 პროცენტად რომ შემოგაქვს პროცენტი და 31-ად უპროცენტებ შენს ხალხს, მევახშე ხარ აბა ბანკირი ხარ?!…“, – თქვა ჩარკვიანმა.

იტვირთბა....