ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ევროინტეგრაცია უზარმაზარი ამოცანაა და ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს“ – პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა.

„საქართველოს გერბს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ერთიანობის სიმტკიცით არის შექმნილი და ზუსტად ეს არის საჭირო ევროინტეგრაციისთვის. ჩემი ქვეყნის, სხვა ქვეყნების მაგალითს თუ გადავხედავთ, რომლებიც წარსულში შეუერთდნენ ევროპულ კავშირს, ეს ყოველთვის იყო ყველას კოლექტიური ძალისხმევა და მთავრობა აშკარად უნდა იყოს ინკლუზიური. ოპოზიციამ უნდა მოუსმინოს საზოგადოებას, მაგრამ ამავდროულად, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იმუშაონ კონსტრუქციულად და შეეცადონ, წვლილი შეიტანონ ერთობლივ ძალისხმევაში. გაერთიანებულ ქართველებს მართლაც დიდი წარმატების მიღწევა შეუძლიათ. ევროინტეგრაცია არის ამოცანა, რომელიც საერთაშორისო პრიორიტეტია. ვიცი, რომ ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მიზანი და პარლამენტში წარმოდგენილი ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს ამ მიზანს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა ერთად ვიმუშავებთ ამ მიზნის რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

იტვირთბა....