ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“”ოცნება” თავისუფალ არჩევნებს ვერ ჩაატარებს” – ხოშტარია

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია “ტვ პირველის” ეთერში “ქართული ოცნების” მიერ აღებულ რუსულ გეზზე საუბრობს. ხოშტარიას თქმით, მთავრობა იმ ძალადობრივ სისტემას ეყრდნობა, რომელიც საქართველოს ევროპელ პარტნიორებს კრიმინალებსა და რუსებს უწოდებს.

სისტემა, რომელიც დგას დეზინფორმაციაზე, ეს დეზინფორმაცია ცარიელი სიტყვა ხომ არ არის, მას აქვს თავისი სახელები. ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც იტყუებოდა, რომ ამერიკას უნდა ომი, ირაკლი კობახიძე, რომელიც ამბობდა, რომ სტატუს მოგვცემენ, თუ ომში ჩავერთვებით. ის დეპუტატები, რომლებიც გამოდიან და ჭკუასუსტებს, ნაცისტებს, კრიმინალებს, რუსებს ეძახიან ჩვენ ევროპელ პარტნიორებს. ამაში ბოტებს, ექსპერტებს უხდიან ფულს. ამაზე დგას “ქართული ოცნება”. მათ თუ ამისი დასრულება უნდათ ელენე ხოშტარია კი არ სჭირდება სამუშაო ჯგუფში, ერთი პატარა და სერიოზული სიგნალი სჭირდებათ, რომ სტრატეგია შეცვალეს. ამ სტრატეგიას თუ შეცვლიან მივდივართ იქამდე, რომ ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. ოღონდ თავისუფალი არჩევნების ყველაზე მეტად “ქართულ ოცნებას” უნდა ეშინოდეს, რადგან საზოგადოება არის პროდასავლური და ისინი იქცევიან რუსულად, ამიტომ ისინი თავისუფალ არჩევნებს ვერ ჩაატარებენ”, – აღნიშნა ხოშტარიამ.

იტვირთბა....