ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ მიშა ციხეშია, ქართული პოლიტიკაც ციხეშია” – სანიკიძე

პარლამენტის წევრმა გუბაზ სანიკიძემ “საჯარო პოლიტიკაში”განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლა მოუნდება, ქართული პოლიტიკა მას ამის საშუალებას არ მისცემს.

“მიშას არ აქვს იმპერატორ დიოკლიტიანეს ფუფუნება, რომ დააკვირდეს, როგორ იზრდება თალგამი. მიშას პოლიტიკა დასდევს. ციხეშია მიშა, ქართული პოლიტიკაც ციხეშია. გამოვა ციხიდან, ქართული პოლიტიკაც გამოვა. ეს ასე ჩამოყალიბდა, რადგან სამი პრეზიდენტის ღვაწლზე დგას დღევანდელი სახელმწიფოებრიობა. ზვიადის დამოუკიდებლობის აქტი, შევარდნაძემ ფუნქციონალური დატვირთა მისცა ქვეყანას და მიშამ შექმნა საერთო სახელმწიფოებრივი კორპუსი” – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

იტვირთბა....