ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინდოეთში ძლიერი ქარიშხლის დროს 24 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში ძლიერი ქარიშხლის დროს ელვისა და წვიმის შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა.

წვიმამ დააზიანა სახლები და დახოცა პირუტყვი დასავლეთ გუჯარატის შტატში. მეტეოროლოგების თქმით, ზამთარში გუჯარატში ქარიშხალი “უჩვეულოა”.

ორი დღეა, გუჯარატის შტატში ძლიერი წვიმა, ჭექა-ქუხილი და სეტყვაა, ზოგიერთ რაიონში 144 მმ-მდე (5,7 ინჩი) წვიმა მოვიდა 24 საათში, იტყობინება სააგენტო Reuters შტატის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით.

ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ამიტ შაჰმა, ღრმა მწუხარება გამოთქვა და დასძინა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ჩართულა სამაშველო სამუშაოებში.

იტვირთბა....