ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ზავი ორი დღით გახანგრძლივდება – კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ზავი ორი დღით გახანგრძლივდება.

კატარი აცხადებს, რომ მიმდინარე შუამავლობის ფარგლებში, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ზავის კიდევ ორი დღით გახანგრძლივების შესახებ შეთანხმება მიღწეულია“, – წერს კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მაჯედ ალ-ანსარი.

ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია “ჰამასს” შორის მიღწეული შეთანხმების ორი დღით გაგრძელების შესახებ ინფორმაციას “ჰამასი” და ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურიც ადასტურებს.

იტვირთბა....