ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემთვის ენმ არც მელია და არც ხაბეიშვილია, “ნაციონალური მოძრაობა” ღირებულებები და ფასეულობებია” – წითლიძე

ენმ-ის წევრმა ანა წითლიძემ “დღის ამბებში” განცხადება გააკეთა:

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი “ტვ პირველის” ეთერში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის დაპირისპირებას “ბრაზილიურ სერიალს” უწოდებს და ამბობს, რომ დროა, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია მთავარ მიზანზე, 2024 წლის არჩევნების გამარჯვებასა და რუსული რეჟიმის დამარცხებაზე კონცენტრირდეს.

განცხადებაში ყველაფერი ზუსტად არის ნათქვამი. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ყველაფერი აქამდე მივიდა. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენი ამომრჩეველიც და საქართველოს მოქალაქეებიც ამ რაღაც გაუთავებელი ერთწლიანი იწილო-ბიწილოთი პარტიის შიგნით, წარმოუდგენელ ბრაზილიურ სერიალს რომ დაემსგავსა ერთი წელია მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, რომელიც მოტივირებული უნდა იყოს, რომ გადამწყვეტი არჩევნები მოდის და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

ყველა ამ ადამიანმა საკუთარ თავში უნდა გასცეს კითხვას პასუხი, თუ რა არის მათთვის “ნაციონალური მოძრაობა”. ჩემთვის “ნაციონალური მოძრაობა” არ არის არც ნიკა მელია, არც ლევან ხაბეიშვილი და არც სხვა ნებისმიერი ადამიანი. ჩემთვის “ნაციონალური მოძრაობა” არის ღირებულებები და ფასეულობები” .- აღნიშნა ანა წითლიძემ.

იტვირთბა....