ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შეერთებული შტატების სენატში უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის განხილვა 4 დეკემბერს იგეგმება

შეერთებული შტატების სენატში უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის განხილვა 4 დეკემბერს იგეგმება. გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, რომ სენატის უმრავლესობის ლიდერი კოლეგებს მოუწოდებს კანონპროექტზე შეთანხმებას ერთი კვირის განმავლობაში მიაღწიონ.

დახმარების სახით 106 მილიარდი დოლარის უკრაინისა და ისრაელისთვის გამოყოფის შესახებ კონგრესს ჯო ბაიდენმა მიმართა.

კანონპროექტი ამერიკის საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დაფინანსებასაც მოიცავს. „პოლიტიკო“ წერს, რომ ამერიკის სენატში უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას 60 სენატორი უჭერს, მხარს, თუმცა, რესპუბლიკელები საზღვრის უსაფრთხოების საკითხზე შეთანხმების გარეშე კანონპროექტისთვის ხმის მიცემაზე უარს ამბობენ.

იტვირთბა....