„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში წერილობითვე უპასუხა ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ ხელწერილით დაწერილ კითხვას: „ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობის“ რიგებში? არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი?“
„არ არის, არ წარმოადგენს“ – ასეთი იყო ხაბეიშვილის პასუხი.
აღნიშნულ საკითხს ენმ-ს წევრი, თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა.
„ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება თავად ნიკა მელიამ მიიღო, როდესაც მან პრეზიდენტი სააკაშვილის შემოთავაზებაზე თქვა უარი და ხელი არ მოაწერა ერთობის დოკუმენტს, რომელიც იქნებოდა შანსი მისი რეინტეგრაციისთვის პარტიაში, რომელსაც დიდი ხანია ძალიან მძიმე ბრალდებებს უყენებს“, – თქვა ბოკუჩავამ.