ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რეკორდულია დასაქმების დონე, ეს მოიტანა ჩვენმა მშვიდობის პოლიტიკამ, თორემ წინა ხელისუფლება რომ ყოფილიყო, მშვიდობა არ იქნებოდა“ – ღარიბაშვილი

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღვანდელ სხდომაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

ის შეეხელო საქართველოში არსებულ დასაქმების დონეს.

„ყველა კვარტალში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია დასაქმებულთა რაოდენობამ ქვეყანაში – 1 366 000 დასაქმებულია დღეს ქვეყანაში, ოფიციალურად არაც არის საქსტატის მიხედვით გამოქვეყნებული ინფორმაცია, ასევე რეკორდულია დასაქმების დონე, ეს მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ, იმ ნაბიჯებმა, რომელიც ჩვენ გადავდგით, იმ მშვიდობის პოლიტიკამ, რაც გვაქვს, თორემ დღეს რომ ყოფილიყო, სხვა, წინა ხელისუფლება, რა თქმა უნდა, დღეს მშვიდობაც არ იქნებოდა, არც ეკონომიკური ზრდა, არაფერი არ იქნებოდა, ქვეყანას ისინი მეორედ და საბოლოოდ დააქცევდნენ, გაანადგურებდნენ, როგორც მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ეს ქვეყანა, ამიტომ ჩვენ ვინარჩუნებთ ამ მშვიდობიან პოლიტიკას და მაღალ ეკონომიკურ ზრდას და განვითარების ტემპს,“ – თქვა ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....