„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში წერილობითვე უპასუხა ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ ხელწერილით დაწერილ კითხვას: „ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობის“ რიგებში? არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი?“
„არ არის, არ წარმოადგენს“ – ასეთი იყო ხაბეიშვილის პასუხი.
ენმ-ში შექმნილი სიტუაციის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პოსტს აქვეყნებს.
„მიშა პარტიაში არსად არ არის, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს და ყველა თანხმდება – ყველგან არის…
ხაბეიშვილი არის, მაგრამ როგორც ყველა თანხმდება – არსად არ არის.
კეზერაშვილი და მერაბიშვილი არ ამბობენ, არც სხვები ამბობენ, მაგრამ როგორც ყველა თანხმდება – არიან…
და ბოლოს, კულმინაცია – მელია არც წასულა, არც გაუგდიათ, მაგრამ როგორც თვითონ არარსებული ხაბეიშვილი ამბობს – უბრალოდ არ არსებობს…
ამ სიტუაციას აქვს შესაბამისი კახური განმარტება, რომელსაც აქ ვერ დავწერ…“, – წერს ის.