ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„ის აცხადებს, რომ არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია“ – კაბუს ადვოკატი

ქალზე ძალადობის ბრალებით დაკავებული რეპერის, კახა აბუაშვილის, იგივე კაბუს ადვოკატმა, დავით სანაძემ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, თავისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციის შესახებ ისაუბრა.

„მისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. ბრალის წარდგენის ვადა დღეს იწურება და შეტყობინებას ველოდებით. რაც შეეხება ბატონი კახას პოზიციას – ის გუშინ მოვინახულე და აცხადებს, რომ მას არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია […] ვინ არის ეს ქალი, რა მოხდა და ა.შ. ეს ყველაფერი საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გაირკვევა“, – თქვა კაბუს ადვოკატმა.

იტვირთბა....