ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ამიტომაა საჭირო მოზომილად ილაპარაკო ხოლმე და არა ხბოს აღტაცებით…“ – რას წერს ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით, ახალ პოსტს აქვეყნებს.

„ამასობაში, ქოცების მეგობარი და ევროკავშირის კიბო ორბანი თუ არ დაოკდა და უკრაინის ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასვლა დაბლოკა, არც თუ მცირე ალბათობა ჩნდება, რომ ერთ პაკეტად შეიკრას საბოლოო გადაწყვეტილება და ვერც მოლდოვა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, ვერც ბოსნია (ეს უნგრეთის გარეშეც მაღალი ალბათობით ასე იქნება) და ვერც ჩვენ გავცდეთ ევროპერსპექტივას და სტატუსის საკითხი სამომავლოდ გადაიდოს.
ეს სამწუხარო იქნება, მაგრამ ქვეყნის დამაქცევარი ტრაგედია – არა. “ევროპამ მიგვატოვა” განმარტებას ამას მხოლოდ ქოცური პროპაგანდა მისცემს. სინამდვილეში, თუ ეს მაინც მოხდა, ევროპამ კი არა, ქოცმა ორბანმა დაგვბლოკა.
ამიტომაა საჭირო მოზომილად ილაპარაკო ხოლმე და არა ხბოს აღტაცებით და საკითხის არცოდნით, განსაკუთრებით, როცა მოლოდინებს ქმნი და შესაბამისად იმედგაცრუების რისკს ზრდი.
პასუხისმგებლობის გრნობა სასარგებლო თვისებაა, ზოგადად“, – წერს ის.

იტვირთბა....