ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ სრულად ვიცავთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას” – ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანმა 24 ნოემბერს პირდაპირ ეთერში მოქალაქეების ვიდეო კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.

ფაშინიანს ჰკითხეს, მზად არის თუ არა სომხეთი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიაროს, სწორედ ამას მოჰყვა.

ჩვენ სრულად და ცალსახად ვიცავთ საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას, დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას. გაერო-ში 2019 წლამდე და უკვე შემდეგ გამართულ კენჭისყრაზე დაფიქსირდა თვალსაჩინო და კონკრეტული განსხვავებები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი მოძმე სახელმწიფოს, საქართველოს წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

იტვირთბა....