ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის არამხოლოდ ევროპული ბრძოლა, არამედ ბრძოლა ქართული ტრადიციებისთვის” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება მედიასთან გააკეთა:

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევროპული საკითხია, რომელმაც დაუცველი ქალებისა და გოგონების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.

მე მინდა ვისარგებლო ამ დღით და ვახსენო, რომ დღეს იწყება 2-კვირიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ესეც არის ევროპული საკითხი. ევროპული სტანდარტები ამას ნიშნავს, რომ ყველა უნდა იყოს დაცული და, პირველ რიგში, ქალები. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის არამხოლოდ ევროპული ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ქართული ტრადიციებისთვის, ღირებულებებისთვის”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....