ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტს გორში ელოდებიან – ზურაბიშვილი ევროპული სტატუსის მისაღებად ხელმოწერების შეგროვებას რეგიონებში იწყებს

საქართველოს პრეზიდენტს გორში, ხელოვნების სახლში ელოდებიან. სალომე ზურაბიშვილი ევროპული სტატუსის მისაღებად ხელმოწერების შეგროვებას რეგიონებში იწყებს.

სალომე ზურაბიშვილის აქტივობა “ოცნების” ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, სულ ფურო მასშტაბური ხდება. დასავლური ღირებულებების პოპულარიზაციისთვის, მთავარსარდალი საქართველოს ყველა კუთხეში ჩავა.

“ჩვენ ვირჩევთ ევროპას და ჩვენი ხმა ევროპას. მსგავსი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან გორი, როგორც იცით ნაომარი ქალაქია და ამასაც ცალკე მნიშვნელობა აქვს. დღეს პრეზიდენტი ახალგაზრდებს შეხვდება და შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება., რის შემდეგაც, ვისაც სურვილი ექნება პეტიციაზე მოაწერს ხელს”. – ამბობს ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი გორში.

იტვირთბა....