ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პოლონეთში სამი ქართველი დააკავეს

პოლონეთში სამი ქართველი მამაკაცი დააკავეს.

ბრალდებულებს ქურდობასა და მანქანის გატეხვას ედავებიან.

ადგილობრივი მედია, იუწყება, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, ჯერ ავტოსადგომზე მდგარი მანქანა გატეხეს, შემდეგ კი ნივთები მოიპარეს და გაიქცნენ. პოლიციამ მათი დაკავება შეძლო. ახლა მათ სამ თვიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი, თუმცა არ არის გამორიცხული ბრალი დამძიმდეს, რადგან ჩხრეკის დროს მოპარული სამკაულების გარდა, პოლიციამ მიაგნო დღიურსაც, რომელშიც ეჭვმიტანილები ჩადენილი დანაშაულების შესახებ ჩანაწერებს აკეთებდნენ.

იტვირთბა....