ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ისრაელმა 39 პალესტინელი მსჯავრდებული გაათავისუფლა” – „ბიბისი”

ისრაელმა 39 პალესტინელი მსჯავრდებული გაათავისუფლა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გათავისუფლებულ პალესტინელებს შორის 24 ქალი და 15 მოზარდია. ისინი ისრაელის ციხეში სხვადასხვა დანაშაულისთვის იმყოფებოდნენ.

გათავისუფლებული პალესტინელები უკვე მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე იმყოფებიან და უახლოეს ხანში სახლებში დაბრუნდებიან. მანამდე მოძრაობა „ჰამასმა“ გაათავისუფლა 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილი 24 ადამიანი. მათ შორის 13 ისრაელელია.

იტვირთბა....