ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ფრიდონ ინჯიას ინიცირებული პროექტი წინააღმდეგობაშია იმ ყველაფერთან, რაზეც უმრავლესობასთან შეხვედრისას ვისაუბრეთ” – ხვიჩია

ფრიდონ ინჯიას ინიცირებული პროექტი წინააღმდეგობაშია იმ ყველაფერთან, რაზეც უმრავლესობასთან შეხვედრისას ვისაუბრეთ – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

“შეხვედრაზე დისკუსია იმ მიმართულებით წავიდა, რომ ხალხს ვისაც ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობები არ გააჩნია, ის უფასოდ დაუმზადდეს და გადაეცეს. გაიმართა დისკუსია, რომ 2011 წლამდე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობები გაუქმდეს, მათ ნაცვლად ხალხმა ახალი აიღოს და არჩევნებში მონაწილეობა ახალი პირადობის მოწმობებით მიიღოს. ამ მიმართულებით შეთანხმებისკენ სვლა იყო“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იტვირთბა....