ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამაზე გოიმური და მდაბიო ნაბიჯი, რაც რუსეთუმეობის დაბრალებაა არ არსებობს” – მდინარაძე

“ამაზე გოიმური და მდაბიო ნაბიჯი, რაც რუსეთუმეობის დაბრალებაა არ არსებობს” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“მაგალითად, ამერიკულთან დაკავშირებით არ გაქვს არგუმენტი, ამერიკული კანონია, თარგმნა „ხალხის ძალამ“, თუ ვინც თარგმნა, ამას მნიშვნელობა არ აქვს და არ გაქვს არგუმენტი, რა უნდა თქვა? პირდაპირ უნდა თქვა, რომ რუსულია. ეს გოიმური და მდაბიო ფეიკმესიჯი 2007 წლიდან მუშაობს და არ არის ახალი, 2022-23-ში გააძლიერეს, თორემ ვინც არ მოსწონდათ და არგუმენტები არ ჰქონდათ, რუსულს ეძახდნენ. აქციები იყო, დაარქვეს რუსული გადატრიალების მცდელობა, არგუმენტი არ ჰქონდა, რა უნდა ეთქვა 7 ნოემბერთან დაკავშირებით და რუსული ამბავი იყოო. სამწუხაროდ, ამას აყოლილია არაერთი ადამიანი. ზოგს გულწრფელად სჯერა, ზოგს სუბიექტური ინტერესი აქვს, რომ ასე უნდა დააჯეროს სხვას, თვითონ კი არ სჯერათ, მშვენივრად იციან. ეს რუსული მესიჯი ტრიალებს, 2007 წელთან დაკავშირებითაც კი იყენებს ამ რუსეთუმეობასთან დაკავშირებულ სულელურ და გოიმურ მესიჯს“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იტვირთბა....