ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„არავინ არ აპირებს არავის გარიცხვას, გვერდზე გადავდოთ წყენები, შეცდომა იყო თქვენი პოლიტსაბჭოდან გარიცხვა“ – ბარამიძე თანაპარტიელებს

„ნაციონალური მოძრაობის„ პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე, თანაპარტიელებს მიმართავს.

მისივ თქმით, ნიკა მელიას გუნდს ჰქონდა განაწყენების საფუძველი, რასთან დაკავშირებითაც სოლიდარულია, მაგრამ წყენა გვერდით უნდა გადადონ.

„ადამიანი, მართლა, რომელიც პარტიას ლანძღავს, თან იგივე სიტყვებით, რასაც ქოცები აკეთებენ ხომ, რომ ჩვენ არაფორმალური მმართველობა გვაქვს და ასე შემდეგ, ხომ?! ის იყენებს თავის თავს ამ გუნდის გარეთო, თორემ ჩვენ გავრიცხავთო კი არ უთქვამს [ლევან ბეჟაშვილს].

არავინ არავის არ რიცხავს. არ ხდება ფორმალიზება.

[ანუ პარტიაში რჩება?]

ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ, დე ფაქტოდ ადამიანი, თავს გუნდის გარეთ აყენებ, ეს არ არის არანაირი ფორმალიზების საკითხი.

[არ გააფორმებთ იურიდიულად რომ გარიცხოთ?]

არა. არავინ არავის არ რიცხავს….. არავინ არ აპირებს არავის გარიცხვას, მორჩა, წერტილი“, – თქვა ბარამიძემ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

ბარამიძე პარტიის წევრებს სთხოვა, რომ რაც საპატიებელია ერთმანეთს აპატიონ – „მიშას დავუდგეთ გვერდით, გთხოვთ“.

„ვთქვი, რომ ეს არ იყო სწორი, შეცდომა იყო, მაგრამ ამ შეცდომას ნუ გადავაყოლებთ პარტიას. იმ პარტიას, რომელიც არის ხერხემალი მთელი პატრიოტული საზოგადოების“, – აღნიშნა მან.

იტვირთბა....