ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

10 დღეზე მეტია, ინდოეთში ჩამონგრეულ გვირაბში მოყოლილი 41 მუშის გადარჩენას ცდილობენ

ინდოეთში ჩამონგრეულ გვირაბში მოყოლილი 41 მუშის გადარჩენას ცდილობენ – ცნობილია, რომ სამუშაოები დასკვნით ეტაპზე გადადის. სამაშველო სამუშაოები 12 ნოემბრის შემდეგ მიმდინარეობს – უტრახანდის მთიან რეგიონში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, 4,5 კილომეტრიანი გვირაბის მონაკვეთი ჩამოინგრა და მუშები შიგნით მოიყოლა.

სახელმწიფო კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული ძალის (NDRF) ხელმძღვანელმა ატულ კარვალმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამაშველო პროცესი საბურღი მანქანის დაზიანების შედეგად დროებით შეფერხდა.

”მანქანა კვლავ ამუშავდა სრული სვლით, ასე რომ, ვიმედოვნებთ, რომ სამუშაოები მალე დასრულდება… ჩვენ მათი დღესვე გადარჩენა უნდა შევძლოთ” – თქვა კარვალმა.

მუშებთან მისასვლელად სამაშველო სამუშაოები რამდენჯერმე შეფერხდა დაზიანებული აღჭურვილობის, გამოქვაბულების შიშისა და რეგიონის მყიფე გეოლოგიის გამო.

„რეგიონი ტექტონიკურად ძალიან სუსტია, რადგან იქ ბევრი მიწისძვრა ხდება. ჰიმალაი ძალიან მყიფეა და ეს არ არის ის ადგილი, სადაც შეგიძლიათ უბრალოდ წახვიდეთ და გვირაბი მოაწყოთ“, – განუცხადა “ალ ჯაზირას” გეოლოგმა CP Rajendran-მა.

23 ნოემრის მდომარეობით, დამატებით 12-მეტრიანი მონაკვეთის გაბურღვაა კიდევ საჭირო, რომ მუშებისთვის გასასვლელი გაკეთდეს.

“შემდეგ მაშველები შევლენ შიგნით და მუშებს სათითაოდ გამოიყვანენ, სავარაუდოდ საკაცეებზე, რომლებიც აღჭურვილია ბორბლებით“… საკაცეების ქვეშ ბორბლები დავაყენეთ, რომ როცა შევალთ, ხალხი სათითაოდ გამოვიყვანოთ. ჩვენ ყველანაირად მზად ვართ“, – განაცხადა კარვალმა.

ხელისუფლების განცახდებით, მუშები უსაფრთხოდ არიან და სრული წვდომა აქვთ სინათლეზე, ჟანგბადზე, წყალსა და საკვებზე.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები.

იტვირთბა....