ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შუა უნდა შეიკრიბოს, არ უნდა გაიკრიფოს, იმიტომ, რომ ეს უნდოდა ბიძინა ივანიშვილს – კუპრაძე

„შუა უნდა შეიკრიბოს, არ უნდა გაიკრიფოს, იმიტომ, რომ ეს უნდოდა ბიძინა ივანიშვილს,“ – ეს განცხადება “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ „რეაქციაში“ გააკეთა.

კუპრაძე განმარტავს, რა იგულისხმება პარტიის დამფუძნებლის ამ განცხადებაში და ამბობს, რომ რუსული ხელისუფლება პროდასავლური კოალიციებით უნდა ჩანაცვლდეს.

ივანიშვილის მიზანი იყო, რომ ალტერნატივები ამ ქვეყანაში გამქრალიყო და მომხდარიყო პოლარიზება… ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ეს პროცესი, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლარიზება, იმიტომ, რომ შუაში არსებული ალტერნატიული პარტიები, რომლებსაც ჰქონდათ მორალური უფლება, რომ ქართული ოცნება ეკრიტიკებინათ და არ ეთქვათ, რომ შენ რომ ის გააფუჭე, მოახერხა, რომ გააქრო ეს და პოლარიზება ენმ-სა და „ქართულ ოცნებას“ შორის შედგა.
ბიძინას რაც უნდა, რეალურად, უნდა გააკეთო საწინააღმდეგო იმიტომ, რომ ბიძინას ამ ქვეყნისთვის ცუდი უნდა, რუსული საქმე უნდა, რუსული სახელმწიფო უნდა და რატომ უნდა შეიკრიბოს შუა, შუა უნდა შეიკრიბოს იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს გაუცრუვდათ იმედი, პოლიტიკოსებშიც გაუცრუვდათ იმედი, პარტიებშიც გაუცრუვდათ იმედი.
შუა უნდა შეიკრიბოს გზავნილი არის მოქალაქეებისთვის – მხატვრებისთვის, პოეტებისთვის, მშენებლებისთვის, ექიმებისთვის და არამც და არამც პოლიტიკური პარტიებისთვის. ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი არ გულისხმობს საკუთარ თავში პარტიების შემოკრებას, ნიშნავს საზოგადოების კონსოლიდაციას. „ლელო“ ამ ეტაპზე არ განიხილავს არც პარტიების შემოკრებას, არც მიმატებას, არაფერს არ განიხილავს, არც გვიმსჯელია და არც ვაპირებთ მსჯელობას,“ – ამბობს კუპრაძე.

იტვირთბა....