ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აქცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან – აქტივისტებს სახალხო დამცველი შეხვდა

რაჭის ტყეების დაცვის საკითხთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება.

დღეს აქციის მონაწილეებს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, შეხვდა.

იოსელიანი აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა გააკრიტიკა. მან ობმუდსმენის რეაგირებასთან მიმართებით უკმაყოფილება გამოთქვა.

მესამე დღეა, რიონის ხეობის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ტერიტორიაზე შესვლას და კარვების გაშლას ითხოვენ. სამოქალაქო აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ ფორმით აიძულებენ მინისტრ შამუგიას ტყე რაჭველებს დაუბრუნოს.

იტვირთბა....