„ნაციონალური მოძრაობის“ ექსთავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, ლევან ხაბეიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
ის ასევე შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც, რომელმაც თქვა: „ვიჩქარეთ ადამიანების გაშვება პოლიტსაბჭოდან, მოვუწოდებ დაბრუნდნენ, ჩავკიდოთ ისევ ერთმანეთს ხელი“.
„ადამიანს, რომელსაც სურს თანამშრომლობა, არ ესაუბრება პარტიის წევრებს მგლის ბილეთების გადაცემით… სააკაშვილმა დღეს გვითხრა ერთი, ხაბეიშვილმა – მეორე”, – აღნიშნა მელიამ.
ნახეთ ვიდეო: