ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ადამიანების წამება, არჩევნების გაყალბება, ტერიტორიების 20 % – ის რუსეთისთვის გადაცემა არის „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობა“ – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „ვარდების რევოლუციასა და ამასთან მიმართებით, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ისაუბრა.

„იცით, „ვარდების რევოლუციამ“ რა მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ეს იყო ადამიანების უფლებების ტოტალური ხელყოფა, ადმიანების ღირსების ხელყოფა, ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა. ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების ტოტალური გაყალბება და ეს იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის – ეს არის „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობა. ასეთ დროს „ნაციონალების“ მხრიდან საუბარი „ვარდების რევოლუციაზე“, არის უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....