ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სააკაშვილის დამსახურებით, ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა შვილებს, ზურაბიშვილს თუ სურს, სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი გახდეს, შეუძლია, მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება“ – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვას გამოეხმაურა.

„სააკაშვილის დამსახურებით, ძალიან ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს, მინდა, შევახსენო ეს მიხეილ სააკაშვილს. რა მორალზეა საუბარი, როდესაც ვეხებით მიხეილ სააკაშვილს? რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას თუ სურს, გახდეს სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი, მაშინ შეუძლია, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ამაში ღრმად ვერ შევალ“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ჩართვისას თქვა: „მინდა, მივულოცო სალომე ზურაბიშვილს, სწორი აქცენტები გააკეთა ოლიგარქიაზე, მას შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს შვილებს მამა, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი“.

იტვირთბა....