ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მელია უკვე დიდი ხნის წინ არის პარტიიდან გასული, ის კობახიძეზე უარესი ფორმით თავს ესხმის პარტიას“ – ცისკარიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის ექსთავმჯდომარის, ნიკა მელიას შესახებ ისაუბრა.

„ნიკა მელია უკვე დიდი ხნის წინ არის პარტიიდან გასული. ის კამპანიურ რეჟიმში თავს ესხმის, ლანძღავს, კობახიძეზე უარესი ფორმით თავს ესხმის პარტიას, მის სტრატეგიას, მიმართულებებს, ლიდერშიფს, გადაწყვეტილებებს, ყველაფერს. ახლა საუბარი ამ მანიფესტით იმაზეა, შემოუერთდება, დაბრუნდება პარტიაში? გახდება ამ პარტიის ნაწილი თუ არა? უკუღმა უნდა დავსვათ საკითხი – გასულია და მოვა თუ არა? ის კი არა, რომ აქ არის და გავრიცხავთ,“ – თქვა ცისკარიშვილმა.

იტვირთბა....