„ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საარჩევნო ბარიერისა და ოპოზიციის შესახებ ისაუბრა.
„კარგ გზაზე მიდიან და ალბათ 2024 წლისთვის პოლიტიკურ რეანიმაციაში იქნებიან, როცა ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს გზა ევროპას უკვე გავლილი აქვს და ნახეს, რომ ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, რათა ქვეყანაში პოლიტიკური რყევები არ იყოს. ეს პროცესი ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენც გავიარეთ და ვნახეთ, რომ ერთ-ორპროცენტიანი პარტიები მხოლოდ მარგინალიზაციას აწყობენ დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის სახით. მყიფე პარტიები კი არ არიან, მყიფეა მათი პოლიტიკური გონება. ჩვენ ვერ დავეხმარებით იმ ხალხს, ვისაც მოქალაქეები მხარს არ უჭერენ, რომ პარლამენტში მოვიდნენ. გამოდის, რომ ეს ხალხი თავისავე ამომრჩეველს ატყუებს. პარლამენტში არ შემოდიოდნენ და რას ჰქვია, არ შემოდიოდნენ? ისინი ხალხმა რისთვის აირჩია? მათ ბრძოლა წააგეს პარლამენტში, ქუჩაშიც, ევროპაშიც და ახლა უნდათ, რომ თითო-თითოდ პარტიებს აეკიდონ. სხვათა შორის, ვაშაძემ დანარჩენებს ჭკუით აჯობა – თავის დედა პარტიას აეკიდა და საარჩევნო სიაში მეათე თუ არა, მეოცე მაინც იქნება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.