სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
„პრაქტიკულად, ორი დღეა, შაბათ-კვირას ცემა-ტყეპა მიდის ქალების, არ ინდობენ არავის, ასე სადისტური მოქცევა, პირველად ვნახეთ, რომ პოლიცია ასე იქცევა. ახლა, რა არგუმენტი ექნებათ დღეს მაინც, რომ ყველას შეუძლია ამ კარიდან შესვლა საშვით, ახლა ჩვენ როგორც მოქალაქეებს ამ შემთხვევაშიც, აგვეკრძალება თუ ტერიტორიაზე შესვლა თუ როგორ იქნება, მინდა, რომ გავარკვიო. ახლა ვაპირებთ, რომ მივიდეთ და ვიკითხოთ. აქამდე პოლიცია უბრალოდ ჩაყენებული ჰყავდათ და ხედავდით, როგორც განვითარდა მოვლენები.
ვითხოვთ, რომ გააკეთოს მინისტრმა განცხადება, იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ პირდაპირ რეპრესიებს აწარმოებენ პოლიციის ძალით,“ – განაცხადა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა.