ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულს საკუთარ სახლში დაჭრეს, მას დაზიანებები მუცლის არეში აქვს.

გავრცელებული ცნობით, დაჭრილი პირი კოსტა სანიკიძეა, რომელსაც ამჟამად ოპერაცია უტარდება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი.

იტვირთბა....