ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ერდოღანი ღაზაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებას და ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას მოითხოვს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ღაზაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებას და ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას მოითხოვს.

ამის შესახებ მან გერმანიაში ვიზიტის დროს განაცხადა. ერდოღანი ბერლინში გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა და კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა. ეს ბოლო 4 წლის განმავლობაში ერდოღანის პირველი ვიზიტი იყო გერმანიაში.

“ჩვენ არაფერი გვმართებს ისრაელის. ასე რომ იყოს, მაშინ, შესაძლოა, ასე მარტივად არ გველაპარაკა, მაგრამ ჩვენ უნდა განვიხილოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – როგორ მოვაგვაროთ პრობლემა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა.

რამდენად შეუძლია თურქეთს წვლილი შეიტანოს? შეუძლია გერმანიას დახმარება? შეგვიძლია თუ არა, ერთად გადავდგათ ეს ნაბიჯი. ახლა ეს არის მნიშვნელოვანი. ბატონი შტაინმაიერი მომავალ კვირაში ისრაელში გაემგზავრება. მე მას ვთხოვე, რომ დააყენოს ეს საკითხი. ჩვენ მეორე მხრიდან ვიმუშავებთ. მოდით, ერთად ვცადოთ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა” – თქვა ერდოღანმა.

იტვირთბა....