დეკემბერში უკრაინა და აშშ თავდაცვის შესახებ ერთობლივ კონფერენციას გამართავენ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“დეკემბერში უკრაინისა და აშშ-ის მრეწველობის სპეციალური კონფერენცია გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან ოფიციალური პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები – ყველა, ვინც ჩვენს თავდაცვას უზრუნველყოფს“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.