ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართული კულტურისთვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი – პრეზიდენტი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფაზე

პარლამენტში ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების შეურაცხყოფას საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება და გმობს.
სალომე ზურაბიშვილის პოზიციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც პრეზიდენტი ამბობს, “ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელია” ის, რაც პარლამენტში სხდომათა დარბაზში მოხდა.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მაშინ, როდესაც ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფის წინა შემთხვევაზე პარლამენტის თავმჯდომარეს სათანადო რეაგირება არ ჰქონია, ამიტომ გამეორდა დღეს შეურაცხმყოფელი ქმედებები საკანონმდებლო ორგანოში.
საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე. სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტისგან და უშუალოდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ – მორიგი უმსგავსობა. კიდევ ერთხელ ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას – ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი,” – ამბობს პრეზიდენტი.
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში – “ოცნების” დეპუტატმა თინა ბოკუჩავას შეაგინა, წითლიძეს კი მიკროფონი მოუქნია.

იტვირთბა....