ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღაზის ოპერაციაში ყველა დასახულ მიზანს მივაღწიეთ – ჰანეგბი

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე ცაჰი ჰანეგბი ღაზის სექტორში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის ოპერაციაში ყველა დასახულ მიზანს მიაღწიეს.
ჰანეგბის თქმით, ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასის” ხელმძღვანელობის არაერთი წევრია მოკლული.
უსაფრთხოების კაბინეტის მიერ დასახული ყველა მიზანი მიღწეულ იქნა, და, როგორც პრემიერმინისტრმა თქვა, ეს მხოლოდ დასაწყისია… ბრძოლის ბოლომდე მიყვანას ვაპირებთ და ბრძოლის დასასრულს “ჰამასის“ დასასრულიც იქნება… არ გავჩერდებით მანამ, ვიდრე “ჰამასისა” და “პალესტინის ისლამური ჯიჰადის” სამხედრო და ხელმძღვანელობის შესაძლებლობები განადგურებული არ იქნება”, – აღნიშნა ჰანეგბიმ.

იტვირთბა....