ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორის მერის სკანდალური ვიზიტი მოსკოვში – ხინჩეგაშვილი კამერებს ემალება

გაემგზავრა თუ არა გორის მერი მოსკოვში თამაზ გინტურის მკვლელობიდან რამდენი დღეში? – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არ გვპასუხობს და “პირველების” კამერას ემალება. “ტვ პირველის” ინფორმაციით, გორის მაღალჩინოსანი რუსეთის დედაქალაქში ღონისძიებაზე იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ის ანატოლი ავაზნელის 500 კაციანი დაბადების დღის სტუმარი იყო.
ხინჩეგაშვილთან ერთად წვეულებაზე უკრაინისა და ამერიკის მიერ დასანქცირებული ბიზნესმენები იყვნენ. მათ შორის გორის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის წევრი ვახტანგ კარიჭაშვილიც

კარიჭაშვილის მოსკოვში ჩასვლას ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარე, გორის მერის შესახებ დასმულ კითხვებს კი გაურბის. ხინჩეგაშვილის სკანდალურ ვიზიტზე ინფორმაცია აქვს ოპოზიციასაც. დეპუტატები გორის საკრებულოდან ყვებიან, რომ სპორტსმენი მერის მოსკოვში წასვლა გასაიდუმლოებული იყო. მერიის თანამშრომლებს დაევალათ, ფეისბუქზე პოსტები დაედოთ, რომ არავის გასჩენოდა ეჭვი ხინჩეგაშვილის საქართველოში არ ყოფნის შესახებ.

იტვირთბა....