ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩვენი ამოცანაა, 40%-ზე მეტი ავიღოთ, რაც გაგვიკეთებია და გავაკეთებთ მომავალშიც – ვაშაძე

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე “პოლიტიკურ ამბებში” IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ მმართველ პარტია 2024 წლის არჩევნებზე 37 პროცენტზე მეტს ვერ აიღებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პარტიის მთავარ ამოცანას ასახელებს და ამბობს, რომ გაერთიანებული კოალიციის მიზანი არჩევნების დროს 40-პროცენტზე მეტი ხმის აღებაა.
IRI-ის ვიღებ სახელმძღვანელოდ, ვენდობი მათ, რადგან ეს არის ორგანიზაცია, რომელიც სისტემურად აკეთებს კვლევებს. 25% აქვს “ოცნებას”, 16% გვაქვს ჩვენ და ნაც მოძრაობას ერთად, რატომ ვაჯამებ ამ ორ პროცენტს ამასაც გეტყვით. იქვე ნახავთ მეორე არჩევანს და ჩვენი 4% არის, ამ ადამიანების პირველი არჩევანი არის “ნაციონალური მოძრაობა”, ანუ ნაც მოძრაობის მეორე არჩევანია “სტრატეგია აღმაშენებელი”, ხოლო “სტრატეგია აღმაშენებლის” მეორე არჩევანი არის “ნაციონალური მოძრაობა”. “ქართული ოცნების” რეიტინგი იყო 33% 2018-2020 წელს. მიუხედავად ამისა, 2018 ში პირველი ტური, ფაქტობრივად, მოვიგეთ. მეორე ტურში რვაასი ათასი ხმა მივიღეთ ოპოზიციამ. არც ერთი კვლევა არ აჩვენებს, რომ ოცნება 37% ზე მეტს აიღებს, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ 40% ზე მეტი მივიღოთ, რაც გაგვიკეთებია და გავაკეთებთ კიდევაც – აღნიშნა ვაშაძემ.

იტვირთბა....