ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბიძინა ივანიშვილს არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში“ – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-თან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა.

„მან [ბიძინა ივანიშვილმა] ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პროევროპულის, ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენაში [2018 წელს], თუმცა არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში, რომელიც უკრაინამ წამოიწყო. შესაძლოა, მან უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, როგორიცაა ჩემი იმპიჩმენტი, რომელიც მის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში წარმატებისათვის რომ მიეღწიათ, მას უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე“,- აცხადებს ზურაბიშვილი.

იტვირთბა....