ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბელარუსში აქტივისტმა ლუკაშენკოს რეჟიმის პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო

ბელარუსში ადამიანის უფლებათა აქტივისტმა, ალექსანდრ ვაიცეშიკმა, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეპრესიული მმართველობის პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

ვაიცეშიკმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ქალაქ ბარანავიჩიში დააკავეს და 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალი “ექსტრემისტული მასალები გავრცელებაში” დასდეს. აღნიშნულ ბრალდებას ბელარუსში აქტივისტთა დაკავების მოტივად ხშირად იყენებენ.

მას შემდეგ, რაც ბელარუსის 2020 წლის არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა, ქვეყანა მასობრივმა პროტესტებმა მოიცვა. დასავლეთმა და ბელარუსში ლუკაშენკოს ოპოზიციონერებმა არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს. მას შემდეგ ბელარუსში 35 000 ადამიანზე მეტი დააკავეს. როგორც ცნობილია, დაკავებულთა შორის ბევრს აწამებენ.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ბელარუსში 1 450 პოლიტიკური პატიმარია. მათ შორისაა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი და ადამიანის უფლებათა დამცველი ალეს ბელიაცკი.

იტვირთბა....