ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის ბულვარი 3 კიოსკის მოწყობაში 221 ათას ლარზე მეტს გადაიხდის

ბათუმის ბულვარი 3 კიოსკის მოწყობაში 221 ათას ლარზე მეტს გადაიხდის – ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ბულვარის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ „3 ერთეული საექსპოზიციო კუთხის მოწყობის სამუშაოს შესყიდვაზე“ 221 ათას 433 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა.

გამოცემა წერს, რომ სამუშაოებში შედის ბულვარის ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის ფილის/საძირკვლის მოწყობა, მასზე მეტალის კარკასის, შემინული ჯიხურის დადგმა; გადახურვა; სტაციონარული გასაჭიმი ტენტის დამაგრება და ელექტროქსელის მონტაჟი.პროექტის მიხედვით, ჯიხურის სიმაღლე 4,25 მეტრი [სახურავის ჩათვლით], ხოლო სიგანე 1,95 მეტრი იქნება.

მათივე ცნობით, ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 24 ნოემბერს დაიწყება და 27 ნოემბერს დასრულდება.

პირობის მიხედვით, „საექსპოზიციო კუთხის (კიოსკი) მოწყობის სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში“.

იტვირთბა....