ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაა! უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება!” – პრეზიდენტი

ჩვენი ხმა ევროპას! – ამ კამპანიის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა ორბელიანების სასახლეში. ინფორმაციას და შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

24-წამიან ვიდეომიმართვაში კი პრეზიდენტი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე საუბრობს.

ევროინტეგრაციის [პროცესი] არის გზა, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაა! შეიძლება ამან მიიღოს მრავალი სხვადასხვა ფორმა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ აქ უკან დახევა არ არსებობს! აქ უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება! ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ. პირველ რიგში, თქვენ მიდიხართ წინ და ჩვენ, ყველანი თქვენ მოგყვებით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

იტვირთბა....