ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სად არის აირზენას „ჩეკები“, 1 თვეში იქნება ყველაფერიო რომ ამბობდით?” – ჯაფარიძე ღარიბაშვილის ჩარტერზე

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალურ ჩარტერთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას მიმართავს.

„ქართული ოცნება / Georgian Dream

საცობზე გამახსენდა და:
თუ ქეშით გადაიხადა ტარიელმა, სად არის ჩეკი? სალაროს შემოსავლის ორდერი? მეორე დღეს ბანკში ქეშის შეტანის ქვითარი?
სად არის აირზენას ‘ჩეკები’, 1 თვეში იქნება ყველაფერიო რომ ამბობდით?
სად არის ვიდეო ჩანაწერი როგორ შედის ტარიელი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაში ქეშით ხელში (ან ჯიბეში, ან ზურგჩანთაში)?
თუ საბანკო გადარიცხვით გადაიხადა, სად არის გადარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი?
სად არის აუდიტის სამსახური?
სად არის შინაგან სამინისტრო?
სად არის ალიოშა დევდარიანის არქივი?“, – წერს ის.

შეგახსენებთ, ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდმა „შაბათის ეთერისთვის“ მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ბოლოს ღარიბაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სამთავრობო თვითმფრინავით იმგზავრა მიუნხენამდე, საიდანაც შემდეგ აშშ-ში გაფრინდა, რათა პენსილვანიაში სწავლის დასაწყებად შვილი ჩაეყვანა.

ჟურნალისტების მტკიცებით, ღარიბაშვილმა სახელმწიფო ბალანსზე არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნით გამოიყენა.

ასევე ისინი აღნიშნავენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯებს ღარიბაშვილის დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები არ ჰყოფნის და საინტერესოა, საიდან გადაიხადა პრემიერმა ამ ყველაფრის ფული.

მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიუნხენში მგზავრობის ფული ბიუჯეტიდან არ გადახდილა და ოპოზიციის ბრალდებები ცილისწამებაა. სდსს-ს ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ მიუნხენში ფრენის ღირებულება ირაკლი ღარიბაშვილის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

იტვირთბა....